მთავარიევროპაბელარუსისატელევიზიო ინტერვიუში რომან პროტასევიჩი დანაშაულს აღიარებს

სატელევიზიო ინტერვიუში რომან პროტასევიჩი დანაშაულს აღიარებს

ბელარუსის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ტელევიზიაში, დაკავებული ოპოზიციონერის რომან პროტასევიჩის ვრცელი ინტერვიუ გადაიცა.

რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, როდესაც “რაინეარის” სამგზავრო თვითმფრინავი მინსკის აეროდრომზე იძულებით დასვეს.

ინტერვიუში პროტასევიჩი ამბობს, რომ პოლიტიკაში ჩართვას ნანობს და იმედოვნებს, რომ მომავალში მშვიდ ცხოვრებას შეძლებს.

“მე არ ვმალავ, რომ ღიად ვაკრიტიკებდი ხელისუფლებას. გავაცნობიერე, რომ მოწოდებებმა, რომლებსაც მე ვაქვეყნებდი, მინსკის ქუჩებში უკონტროლო არეულობა გამოიწვია და სამი დღის განმავლობაში მოსახლეობა ქაოსში ცხოვრობდა. ეს ალბათ ყველაზე დიდი შეცდომა იყო ჩემს ცხოვრებაში. ეს არის ერთადერთი რამ, რასაც მე ნამდვილად ვნანობ. აღარ მინდა პოლიტიკაში ჩარევა არასდროს. მინდა, იმედი მქონდეს, რომ შევძლებ ყველაფრის გამოსწორებას და გავაგრძელებ მშვიდად ცხოვრებას”, – ამბობს ინტერვიუში რომან პროტასევიჩი.

[br]ერთსაათიან დოკუმენტურ ფილმში 26 წლის ოპოზიციონერი ამბობს, რომ პრეზიდენტ ლუკაშენკოს რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციები ახლა უშედეგოა და რომ ოპოზიცია შესაფერის მომენტს უნდა დაელოდოს.

ფილმის მიხედვით, როდესაც „რაინეარის“ თვითმფრინავი მინსკში დაეშვა, ბელარუსმა სამართალდამცავებმა არ იცოდნენ, რომ პროტასევიჩიც თვითმფრინავში იყო. მათი განცხადებით, თვითმფრინავის დასმის მიზეზი ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაცია იყო.

პროტასევიჩი ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიით პირველად დაკავებიდან მეორე დღეს გამოჩნდა. მან აღიარა, რომ მასობრივ არეულობას გეგმავდა. მისმა მშობლებმა, რომლებიც ახლა პოლონეთში ცხოვრობენ, განაცხადეს, რომ მისი აღიარებითი ჩვენება იძულებითი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend