კატეგორიები

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა

პრემიერ-მინისტრის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დასრულდა.

შეხვედრების დასრულების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააცილა.

შეხვედრის დროს მხარეებმა  ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე რეგიონის წინაშე მდგარი გამოწვევები მიმოიხილეს და თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები დასახეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისთვის.

 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები