კატეგორიები

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა “ენკას” სამშენებლო ბაზასთან შეკრება დილის 5 საათიდან დაიწყეს

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა “ენკას” სამშენებლო ბაზასთან შეკრება დილის 5 საათიდან დაიწყეს

“ნამახვანჰესის” მოწინააღმდეგეებმა “ენკას” სამშენებლო ბაზასთან შეკრება დილიდან დაიწყეს.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის ვარლამ გოლეთიანის თქმით, მოსალოდნელია ხეობაში სამუშაოდ კომპანიის წარმომადგენლების შესვლა, რის საშუალებასაც ისინი მათ არ მისცემენ.

ამ დროისთვის ხეობაში მისასვლელი ოთხივე გზა ბლოკირებულია.

აქციის მონაწილეებს კარვები აქვთ გაშლილი და “ენკას” მანქანებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ.

სოფელ გუმათში ვითარება გუშინ რამდენჯერმე დაიძაბა.

 

კონფლიქტის მიზეზი ის ბარიკადებია, რომლებიც აქციის მონაწილეებს გუმათში თბილისიდან დაბრუნების შემდეგ დახვდათ და ამ დრომდე ადგილზე რჩება.

კომპანია „ენკამ” აქტივისტებს მოუწოდა შეწყვიტონ ძალისმიერი მოქმედებები, რათა არ მოხდეს ესკალაცია და დაპირისპირება.

Related news
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის
სხვა ამბები