მთავარიაზიასირიაბაშარ ალ-ასადმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მეოთხედ მოიპოვა

ბაშარ ალ-ასადმა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მეოთხედ მოიპოვა

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მეოთხე ვადით, სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა მოიპოვა.

არჩევნებს, რომელიც 17 საათს გაგრძელდა და რომელსაც დამოუკიდებელი დამკვირვებლები არ ესწრებოდნენ, დასავლეთის ქვეყნები და სირიის ოპოზიციის წარმომადგენლები ლეგიტიმურად არ ცნობენ.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ათასობით ადამიანი ქუჩაში გავიდა და  ბაშარ ალ ასადის გამარჯვება იზეიმა.

 

ბაშარ ალ-ასადი სირიის ხელისუფლების სათავეში  2000 წლიდანაა.

ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ქვეყანაში 2011 წელს მშვიდობიანი საპროტესტო აქციები დაიწყო, რომელიც 10-წლიან ომში გადაიზარდა.

გაეროს მონაცემების თანახმად, სირიაში კონფლიქტის შედეგად  93 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend