კატეგორიები

საქართველოში “სინოვაკით” აცრის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

საქართველოში “სინოვაკით” აცრის მსურველთა რეგისტრაცია იწყება

ჩინური წარმოების „სინოვაკით“ აცრისთვის რეგისტრაციას საქართველოს მოქალაქეები დღეს, 21 მაისს, 12 საათიდან შეძლებენ.

ვაქცინაცია 24 მაისს დაიწყება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ „სინოფარმის“ მსგავსად „სინოვაკიც“ ტრადიციულ მეთოდზე, ანუ ინაქტივირებული ვირუსის მეთოდოლოგიაზეა დამყარებული და 18 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის გამოიყენება.

ვაქცინაციისთვის საჭირო 2 დოზა, რომელიც 21 დღის შუალედით კეთდება.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სხვადასხვა ქვეყნისთვის “სინოვაკის” 260 მლნ. დოზა ვაქცინა გაიცა. ვაქცინას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერჯერობით არ აქვს.



 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები