მთავარიამერიკაპერუპანდემიის გამო ამაზონის რეგიონში სოციალური მდგომარეობა გაუარესდა

პანდემიის გამო ამაზონის რეგიონში სოციალური მდგომარეობა გაუარესდა

პანდემიის შედეგად ძლიერ დაზარალდა ამაზონის რეგიონი. რთული გეოგრაფიული მდებარეობის გამო პერუში მცხოვრები ბევრი ადამიანი სახელმწიფო მომსახურებას ვერ იღებს. პერუს მთავრობის ინიციატივით, სკოლის მოსწავლეებისთვის რადიოთი საგანმანათლებლო პროგრამები გადაიცემა. ორგანიზაცია „იუნისეფის“ ცნობით, პერუში იზრდება იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სკოლას ნაადრევად ტოვებენ.

პანდემიის გამო პერუს ამაზონის რეგიონში საავადმყოფოებში მუშაობა შეფერხებულია. დაიხურა სკოლებიც, რის გამოც ათასობით ბავშვი განათლების გარეშე დარჩა. ეს პუჩანას უბანია, რომელიც ქალაქ იკიტოსში მდებარეობს. მოსახლეობის უმეტესობას პირბადეები არ უკეთია, ხოლო ბავშვები დაბინძურებულ წყალში თამაშობენ. მთავრობის ინიციატივით, შეიქმნა საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის ტრანსლაცია რადიოთი, ტელევიზიითა და ინტერნეტის საშუალებით მიმდინარეობს. თუმცა, ნატალის ოჯახი ამ სერვისით ვერ სარგებლობს. რეგიონში ხუთიდან ერთი ბავშვი არ არის ჩართული დისტანციურ სწავლებაში.

 
„მე არანაირი განათლება არ მაქვს მიღებული. დაწყებითი სკოლაც კი არ დამიმთავრებია. ამიტომაც ჩემს შვილს საშინაო დავალების გაკეთებაში ვერ ვეხმარები. ეს ძალიან მაწუხებს, რადგან არ მინდა, რომ ჩემი შვილი მე დამემსგავსოს. მინდა, რომ მათ წარმატებას მიაღწიონ. მსურს, რამე  პროფესიას დაეუფლონ“, – ადგილობრივი ნატალი მაზამბეტე.

[br]ამაზონის ტყეების სიღრმეში მცხოვრები თემის წევრები უარეს მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. აქ რადიოს არ იჭერს, არ არის გაყვანილი ელექტროენერგია. აქ საგანმანათლებლო პროგრამების მოსმენა ადგილობრივი ეკლესიის რადიოსადგურის საშუალებით არის შესაძლებელი. მთავრობის ორგანიზებით, რეგიონში რადიოების წარმოება დაიწყო. რადიოებს მზის სინათლის ენერგიაზე ამუშავებენ.

„ისინი მოგვიწოდებენ, რომ ხელი დავიბანოთ, თუმცა  წყალი არ გვაქვს. ჩვენ წყლის ყიდვა გვიწევს. ისინი მოითხოვენ, რომ დავრჩეთ სახლში, ჩვენ კი ამდენი სამუშაო გვაქვს, თან თითოეულ სახლში ათამდე ადამიანი ცხოვრობს“, – ამბობს სასულიერო პირი მიგელ ფუერტესი.

იკიტოსში კორონავირუსის ბრაზილიურმა შტამმა შეაღწია. ამაზონის რეგიონში ვაქცინაციის პროგრამის განხორციელება რთული იქნება. უწყებებს უჭირთ ვაქცინის მიწოდება იზოლირებულ ადგილებში. ამავდროულად, ბევრ ადგილობრივს არ სურს ვაქცინის გაკეთება.


უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend