კატეგორიები

ნინოწმინდის პანსიონს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია უნდა შეუწყდეს

ნინოწმინდის პანსიონს სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზია უნდა შეუწყდეს

სახალხო დამცველის აპარატი ნინოწმინდის პანსიონში გამოვლენილი არაერთი დარღვევის გამო დაწესებულებისთვის სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფომ არ შეასრულა გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ დაკისრებული ვალდებულება.

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, დაუყოვნებლივ შეასრულონ ბავშვის უფლებათა კომიტეტის დროებითი ღონისძიებები და უზრუნველყონ პანსიონში დამოუკიდებელი მონიტორინგის ორგანოს  უფლებამოსილების განხორციელება.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები