კატეგორიები

საქართველოში AstraZeneca-ს 43 ათასი დოზა შემოვიდა

საქართველოში AstraZeneca-ს 43 ათასი დოზა შემოვიდა

საქართველოში „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 ათასი დოზა შემოვიდა.

სპეციალური რეისი თბილისში დილით, 6 მაისს, შესრულდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, “ასტრაზენეკას” ახალი დოზები განკუთვნილი იქნება მათთვის, ვინც ამავე ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა.

“ასტრაზენეკას” ვაქცინის მეორე დოზით ასაცრელად მოქალაქეების რეგისტრაცია გუშინ დაიწყო.

 

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები