კატეგორიები

დიდი შვიდეულის სამიტზე ვაქცინის განაწილებისთვის ბიუჯეტი გაიზარდა

დიდი შვიდეულის სამიტზე ვაქცინის განაწილებისთვის ბიუჯეტი გაიზარდა

დიდი შვიდეულის სამიტზე მსოფლიოს მასშტაბით ვაქცინის გადანაწილების სქემისთვის ბიუჯეტი გაიზარდა.

სხვადასხვა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მხარი დაუჭირეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების ხელმისაწვდომ და სამართლიან გადანაწილებას.

დიდი შვიდეულის სამიტს ვერ დაესწრო ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რადგან დელეგაციის 2 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა.

ინდოეთის ხელისუფლების წარმომადგენლები დახმარებისთვის მსოფლიო თანამეგობრობას მიმართავენ, რადგან საავადმყოფოებში არ არის ადგილები და ჟანგბადი.

 

მორგები და კრემატორიუმები გადავსებულია. ჟანგბადის უკმარისობის გამო ბევრი ადამიანი სასწრაფო დახმარების მანქანებში, პარკებსა თუ ქუჩებში გარდაიცვალა.

ინდოეთში გავრცელებული კორონავირუსის ახალი სწრაფად გადამდები შტამის გამო ინდოეთის მეზობელმა ქვეყნებმა გააუქმეს საჰაერო ფრენები და ჩაკეტეს საზღვრები.

დღემდე ყველაზე მძიმე მდგომარეობაში ნეპალია, სადაც ზედიზედ სამი დღის განმავლობაში კორონავირუსის 7000 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

დაკავშირებული ამბები
1000 წლის ბაიოს გობელენი ბრიტანეთის მუზეუმში საიდუმლო ოპერაციის ფარგლებში  მიიტანეს ბრიტანელებს ახალი პრემიერ-მინისტრისგან სტაბილურობის იმედი აქვთ
სხვა ამბები