კატეგორიები

რუსეთის ზავის საფუძველზე სამთავრობო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებები შეწყდა

რუსეთის ზავის საფუძველზე სამთავრობო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებები შეწყდა

რუსეთის ზავის საფუძველზე სირიაში სამთავრობო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის შეტაკებები შეწყდა.

ერთი კვირაა, რაც სირიის ქალაქ ქამიშლში დაპირისპირების გამო, მოქალაქეები ქუჩაში ცხოვრობენ, თუმცა მათ უკვე შეუძლიათ მშვიდობიანად დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.

დაძაბულობა სამთავრობო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის ტერიტორიულ კონტროლს უკავშირდება.

შეტაკებების შედეგად დაიღუპა რამდენიმე ადამიანი, ასობით ადამიანი კი დაშავდა.

2011 წლის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ ქურთებმა, სირიის უდიდესი ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებმა, სირიის ჩრდილოეთით ნახევრად ავტონომიური რესპუბლიკა ჩამოაყალიბეს.

 

 

 

დაკავშირებული ამბები
სირია ირანში მიმდინარე ომის შედეგებს რთულად უმკლავდება სირიამ ასადის რეჟიმის მაღალჩინოსნების გასამართლების პროცესი დაიწყო
სხვა ამბები