კატეგორიები

“ბაიერნ მიუნხენს” იულიან ნაგელსმანი გაწვრთნის

“ბაიერნ მიუნხენს” იულიან ნაგელსმანი გაწვრთნის

„ბაიერნ მიუნხენს“ მომდევნო სეზონიდან იულიან ნაგელსმანი უხელმძღვანელებს.

33 წლის გერმანელი სპეციალისტი ჰანსი ფლიკის შემცვლელი იქნება, რომელიც კლუბს ამ სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს.

 
ნაგელსმანი ამ სეზონში „ლაიპციგის“ მთავარი მწვრთნელია.

მისი ხელმძღვანელობით „ჰოფენჰაიმმა“ არსებობის ისტორიაში პირველად ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშა.

გერმანელი მწვრთნელი „ბაიერნს“ პირველი ივლისიდან გაწვრთნის.

ჰანსი ფლიკი კი გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე იოახიმ ლიოვის შემცვლელის მთავარი კანდიდატია.

გიორგი სანაძე

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე
სხვა ამბები