მთავარისაქართველოქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო  აეროპორტი მგზავრებისთვის გაიხსნა. სამთვიანი პაუზის შემდეგ, ავიაკომპანია Wizzair -მა საქართველოსა და ევროპას შორის პირდაპირი რეგულარული რეისები განაახლა.

18 აპრილს, გვიან ღამით, ვილნიუსიდან ქუთაისის მიმართულებით  პირველი რეგულარული ფრენა განხორციელდა. ქუთაისის განახლებული აეროპორტის ტერმინალი ოთხჯერ უფრო გაფართოვდა, სივრცე დაახლოებით 30 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.

მაისიდან Wizz Air -ი რეისებს რიგისა და დორტმუნდის მიმართულებით ამატებს.

ასევე, 2 მაისიდან აეროპორტში მუშაობას დაიწყებს ახალი, ყაზახური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია “არისტანი,” რომელიც პირდაპირ რეისებს სამი მიმართულებით შეასრულებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend