კატეგორიები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო UNICEF-თან ერთად სასწავლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო UNICEF-თან ერთად სასწავლო პროცესს მონიტორინგს გაუწევს

საქართველოში პირველად, მოსწავლეთა სკოლის მიღმა დარჩენის პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესში ჩართულობის მონიტორინგის მექანიზმი ამოქმედდა.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დააწესა რეგულაციები, რომელიც სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, რეაგირება მოახდინოს.

იმისათვის, რომ მოზარდი სკოლის მიღმა არ დარჩეს, პროცესში განათლების მთელი სისტემაა ჩართული, მათ შორის არიან სოციალური მუშაკები, რომლებიც ამ პროცესში მოსწავლის მიერ ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ ერთვებიან.

რეგულაციებზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გაეროს ბავშვთა ფონდის UNICEF-ის საერთაშორისო კონსულტანტთან და UNESCO-ს განათლების მკვლევარებთან ერთად იმუშავა.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები