მთავარისაქართველოშერჩევითი კარანტინი

შერჩევითი კარანტინი

თბილისის ერთ-ერთ სასტუმროში ინდოეთიდან ჩამოსული 180 სტუდენტი 14-დღიან სავალდებულო კარანტინს გადის.

150 მათგანს კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის  ორივე დოზა გაკეთებული აქვს.

ინდოელი სტუდენტები 14 აპრილს სამშობლოდან ჩარტერული რეისით, სწავლის გასაგრძელებლად საქართველოში ჩამოფრინდნენ, თუმცა უნივერსიტეტში მისვლის ნაცვლად კარანტინში აღმოჩნდნენ.


“ჩვენ აცრილები ვართ და პისიარტესტირებაც ჩავიტარეთ. როცა აქ ჩამოვედით, აღმოჩნდა, რომ სანამ ჰაერში ვიყავით საქართველოში, წესები შეიცვალა და აეროპორტიდან მაშინვე სასტუმროში მოგვიყვანეს.  ჩვენ გამოცდები გვაქვს, სწორედ ამიტომ ჩამოვფრინდით. პანდემიის გამო ჩვენს ოჯახებსაც შეექმნათ ეკონომიკური პრობლემები, ჩვენ არ გვაქვს ფული, რომ სასტუმროს თანხა გადავიხადოთ“, – ამბობს ვედანტ სინგჰი, ინდოეთიდან ჩამოსული სტუდენტი.

საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილების თანახმად, კარანტინის სავალდებულო 14 დღიდან 6 დღის ხარჯებს საქართველოს მთავრობა დააფინანსებს, დანარჩენი 8 დღის ხარჯები კი სტუდენტებმა თავიანთი ჯიბიდან უნდა დაფარონ.

სტუდენტების თქმით, ეს დღეში საშუალოდ 150 ლარია. ისინი ამბობენ, რომ ამის ფული არც მათ და არც მათ ოჯახებს არ აქვთ. არასამთავრობო ორგანიზაციის “კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის” დამფუძნებელი დარისპან პრაშერი ინდოეთის საელჩოსთან ერთად მათი პრობლემის მოგვარებას ცდილობს.

„სტუდენტები ამ დრომდე ინდოეთში იმიტომ რჩებოდნენ, რომ ვაქცინის ორივე დოზა გაეკეთებინათ. მათ იცოდნენ, რომ აცრილებს საქართველოში კარანტინში არ უშვებდნენ. იმისათვის, რომ ხარჯებისგან თავი აერიდებინათ, ინდოეთში ვაქცინაციის სრული კურსის ჩატარებას ელოდნენ. როცა უკვე კონკრეტულად ამბობ, რომ რაღაც მხოლოდ ინდოეთისთვის იქნება, უკვე დისკრიმინაციაა“, – ამბობს დარისპან პრაშერი, არასამთავრობო ორგანიზაციის “კულტურული მრავალფეროვნება მშვიდობიანი მომავლისთვის” დამფუძნებელი.

მიუხედავად ჩვენი მცდელობისა, გაგვერკვია, თუ რატომ შევიდა დადგენილებაში  ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, მხოლოდ ინდოეთიდან ჩამოსული ვაქცინირებული პირებისთვისაა სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა, საქართველოს მთავრობის წევრებმა კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.

ინდოელი სტუდენტები კი კარანტინს აპროტესტებენ და სასტუმროს ნომრებთან დატოვებულ საჭმელზე უარს ამბობენ.

ანანო ღუდუშაური

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend