მთავარიაზიაავღანეთირა ელის ავღანეთს

რა ელის ავღანეთს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა,  სახელმწიფოს არმიის მიერ ავღანეთის დატოვების გადაწყვეტილების შესახებ გამოაცხადა.

ამერიკული ჯარების გაყვანის თარიღად 11 სექტემბერი შეირჩა.

ავღანეთს ამერიკის შეერთებული შტატების არმიასთან ერთად ავღანეთს მოკავშირე სახელმწიფოების არმიებიც, მათ შორის ქართული კონტიგენტიც დატოვებს.

ქართული არმიის ნაწილები ავღანეთში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში 2004 წლიდან მონაწილეობენ, 107 როტაციის ფარგლებში, მისიაში 20 ათასზე მეტმა ქართველმა ჯარისკაცმა მიიღო მონაწილეობა.

ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას 32 ქართველი სამხედრო შეეწირა, ასეულობით კი დაიჭრა.

 
ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით სასაუბროდ ევრონიუს ჯორჯიამ საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თორნიკე შარაშენიძე მოიწვია, პროფესორთან ავღანეთის მისიაში ქართული არმიის მონაწილეობა, 21 წლიანი ომის შედეგები და ავღანეთის მომავლის პერსპექტივები განვიხილეთ.

ავღანეთში იბრძოდნენ ბრიტანელი ჰუსარები, საბჭოთა წითელარმიელები და ამერიკელი რეინჯერები.

ავღანეთის სტრატეგიული ადგილმდებარეობა თითქოს ქვეყნის წყევლად იქცა, ამერიკის შეერთებული შტატებისა და მოკავშირეების არმიების გასვლის ფონზე, ავღანელ ერს გამოწვევებთან ერთად უჩნდება შესაძლებლობა თავად გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი.

საერთაშორისო ამბების მიმომხილველი ლეო სიხარულიძე

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend