კატეგორიები

საქართველოში სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გაქირავება აიკრძალა

საქართველოში სოციალური ღონისძიების გამართვის მიზნით ფართის გაქირავება აიკრძალა

პანდემიის გამო საქართველოში ისევ წესდება გარკვეული შეზღუდვები.

ჯარიმა დაწესდა მათთვის, ვინც გააქირავებს ფართს დაბადების დღის, ქორწილის, ქელეხისა თუ სხვა ღონისძიებისთვის.

 
მსგავსი დარღვევისთვის ფიზიკური პირი ორი ათასი, იურიდიული კი ათი ათასი ლარით დაჯარიმდება.

მთავრობის დადგენილება ფართის მეპატრონეს ავალდებულებს, მიიღოს ყველა გონივრული ზომა, რათა თავიდან აიცილოს ფართის გამოყენება დადგენილებით აკრძალული მიზნებისთვის.

მესაკუთრე ასევე ვალდებულია, წესების დარღვევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის სამსახურებს.

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, ქვეყანაში სოციალური ღინისძიების გამართვის მიზნით ათზე მეტი პირის თავშეყრა აკრძალულია.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები