მთავარიგადაცემებიSmart Regionsლიონში ნარჩენებს ბარჟა აგროვებს და ამუშავებს

ლიონში ნარჩენებს ბარჟა აგროვებს და ამუშავებს

ბარჟა „რივერთრი“ საფრანგეთის ქალაქ ლიონში მდინარე სონის ნავსადგომში კვირაში ერთხელ შედის. ეს პირველი წყლის ტრანსპორტია ევროპაში, რომელიც ნარჩენებს ახარისხებს და ამუშავებს. ეს ბარჟა წელიწადში 300 ტონა ნარჩენს აგროვებს და 5 ათას მომხმარებელს ემსახურება.

ლიონს, რომელიც საფრანგეთის სიდიდით მესამე ქალაქია, ნარჩენების მხოლოდ 2 შესაგროვებელი პუნქტი აქვს ქალაქის ცენტრში. ქალაქის მზარდ მოთხოვნას რომ უპასუხონ, ქალაქის ცენტრში  ნარჩენების შემგროვებელი მოცურავე პუნქტი შექმნეს, რომელსაც მხოლოდ 30 წუთი სჭირდება ნარჩენების ასაღებად. მოქალაქეებს შეუძლიათ გადასაყრელი დიდი ნივთები, ქუჩაში დატოვების ნაცვლად,  ყოველ შაბათს  ამ ნავმისადგომზე მიიტანონ.

 
მიშელ ჩელემენსკი ლიონის მკვიდრია, რომელიც ბარჟის მოსმახრებიტ სარგებლობს. იგი თვლის რომ  „ბრაჟაზე ყველაფერი შესანიშნავად არის ორგანიზებული.“

ბარჟა მოქალაქეებს ხელს უწყობს, რომ ნივტების გადასაყრელად შორს აღარ იარონ, რითაც გზების განტვირთავასაც უწყობს ხელს.

„ეს ინოვაციური პრაქტიკაა,  რადგან ჩვენ მდინარეს ვიყენებთ, რაც ლიონში იშვიათად ხდება. ეს ნიშნავს, რომ არ გვიწევს  გზებზე სატვირთოებით სიარული, თანაც ეკოლოგიურია“  – განმარტავს აუერლია პავაგო, SITA LYON-ის ხელმძღვანელი.

ბარჟაზე ნარჩენების შეგროვება 2016 წელს დაიწყო, როგორც ორწლიანი ექსპერიმენტული პროექტი. მისი საერთო ბიუჯეტი მილიონ 800 ათასი ევროა, რომლის 36.7 პროცენტი „ევროპის რეგიონული განვითარების პოლიტიკის“ ფარგლებში დაფინანსდა. ორი წლის შემდეგ  პროექტი საბოლოოდ დაინერგა ქალაქში.

ეს ბარჟა აღჭურვილია დისტანციურად მართული ციცხვებით, რომლებიც ნარჩენებს მთელ ბარჟაზე თანაბრად ანაწილებენ და მომხმარებელს ნაგვის გადაყრა უადვილდება.

დილის 5 საათზე ბარჟა მდინარეში გადის… და ლიონის  მკვიდრნი ნავმისაგდომს ისევ მისი პირდაპირი დანიშნულებით იყენებენ.

მდინარეში ხუთი კილომეტრის გავლის შემდეგ ბარჟიდან  ნარჩენები კონტეინერებში გადაააქვთ და გადაამუშავებენ. ნარჩენებიდან ამოღებული ხის მასალის 90 პროცენტი  გადამუშავდება და ახალ სიცოცხლეს იძენს.

სტეფანე დურუ, ლიონის მუნიციპალიტეტის წყლისა და ნარჩენების დეპარტამენტის  ნარჩენების გადამუშავების განყოფილების ხელმძღვანელი:

„მიღებული მასალისგან ამზადებენ, მაგალითად, სამზარეულოსა და სააბაზანოს სათავსოებს, ჭურჭლის კარადებს, მერქანბურბუშელას ფილებს. დაბალი ხარისხის ხისგან ნახერხს ვამზადებთ, რომელსაც საწვავ მასალად იყენებენ.“

როგორც მდინარე, ისე ქალაქის მოსახლეობა ამ პროექტის საშუალებით ცირკულარული ეკონომიკის განვითარებას უწყობს ხელს.

ავტორი: ავრორა ვალესი

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend