მთავარისაქართველოხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება კვლავ ვერ შედგა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მორიგი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. შეხვედრაზე, რომელიც 7 საათს გრძელდებოდა, მხარეები რამდენიმეპუნქტიან დოკუმენტზე მსჯელობდნენ. ეს დოკუმენტი პოლიტიკურ პარტიებთან კრისტიან დანიელსონის მოლაპარაკებების შემდეგ შედგა.

ევროპული საბჭოს პრზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მხარეებს წინადადებები სხვადასხვა მიმართულებით შესთავაზა. დოკუმენტის მთავარი საკითხებია – პოლიტიკურ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება, საარჩევნო რეფორმა, სასამართლო რეფორმა, პარლამენტში ძალაუფლების განაწილება, ასევე მომავალი არჩევნები.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიატორმა განაცხადა,  მოლაპარაკებებში ჩართული არცერთი მხარე არ აღმოჩნდა მზად კომპრომისებისთვის შესაბამისად, მათ დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს. კრისტიან დანიელსონმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალი არსებობს, რაზეც პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პარტიებს ეკისრებათ.

“საქართველოს დასავლელი პარტნიორები აქ იმისთვის არ არიან, რომ პოლიტიკურ პარტიებს გადაწყვეტილებები მოახვიონ თავს. ამ მეთოდებს ევროკავშირი არ იყენებს. ჩვენი მეთოდი არის მედიაცია. საქართველოს ლიდერები უნდა წავიდნენ კომპრომისებზე და გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს. კომპრომისი არის სიძლიერე და არა სისუსტე. ევროპულ მისწაფებებს სჭირდება კომპრომისები, განსაკუთრებით იმ პარტიისგან, რომელიც ხელისუფლებაშია იმისთვის, რომ ქვეყანა გამოიყვანოს კრიზისიდან” – განაცხადა კრისტინა დანიელსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კრისტიან დანიელსონი საქართველოში 28 მარტს ჩამოვიდა. 29 მარტს კი მან არასამთავრობო სექტორთან და პოლიტიკურ პარტიებთან შეხვედრები განაახლა. დიპლომატი საქართველოდან 31 მარტს მიემგზავრება.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend