მთავარიამერიკაბრაზილიაბრაზილიაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება

ბრაზილიაში პოლიტიკური კრიზისი ღრმავდება

ბრაზილიის პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ კიდევ ერთი კრიზისის წინაშეა. ქვეყნის შეარაღებული ძალების სამი განშტოების – ქვეითის, ფლოტის და საჰაერო ძალების მეთაურებმა თანამდებობა ერთდროულად დატოვეს.

ზედა ეშელონებში არეულობა კოვიდის მომაკვდინებელმა ტალღამ გამოიწვია, რაც ულტრამემარჯვენე პრეზიდენტზე ზეწოლას კიდევ უფრო ზრდის. წლის დასაწყისდან გარდაცვლილთა დღიური საშუალო ციფრი თითქმის ოთჯერ გაიზარდა და უკვე 2600-ს აჭარბებს. ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობის გამო საავადმყოფოები ვეღარ უძლებენ დატვირთვას.

28 მარტს ბოლსონარუმ თავის ადმინისტრაციაში საკადრო ცვლილები განახორციელა. მან ახალი კადრები დანიშნა როგორც თავდაცვის, იუსტიციისა და საგარეო საქმეთა მინისტრების, ისე თავისი შტაბის უფროსის, გენერალური პროკურორისა და მთავრობის მდივნის თანამდებობებზე. ცოტა ხნის წინ კი ბოლსონარუმ ჯანდაცვის მინისტრიც შეცვალა. იგი პანდემიის პერიოდში უკვე მეოთხე მინისტრია.



გავრცელებული ინფორმაციით, ბოლსონარუ ჯარის მეთაურის გენერალ ედსონ ლეალ პუჟოლის მოხსნას ითხოვდა, რადგან გენერალმა საჯაროდ დაგმო ბრაზილიის ჯარის პოლიტიზება და კოვიდის წინააღმდეგ უფრო მკაცრი შეზღუდვები მოითხოვა.

ბოლსონარუმ თავიდან ვაქცინაციის ეფექტიანობა ეჭვის ქვეშ დააყენა და იმ მედიკამენტებს იყენებდა, რომლებიც მარეგულირებელი ორგანოების მიერ არ იყო დამტკიცებული. თუმცა მოგვიანებით, გასულ კვირას, 2021 ვაქცინაციის წლად გამოაცხადა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend