ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, მაგრამ კომპრომისი პარტიებმა უნდა მოიძიონ, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა განაცხადა.
„ყველაფერს გავაკეთებთ, რომ პარტიებს დავეხმაროთ. ჩვენ გვაქვს წინადადებები, იდეები, რომელსაც შევთავაზებთ, იმისთვის, რომ დავეხმაროთ, მაგრამ კომრომისი თავად პარტიებმა უნდა მოიძიონ“, – აღნიშნა დანიელსონმა.
მან დადებითად შეაფასა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 27 მარტს გაკეთებული განცხადება, რომელშიც კრიზისის დაძლევის გზებზეა ლაპარაკი. მისი სიტყვებით, განცხადება „განსაკუთრების საინტერესო“ იყო, ვინაიდან ის „ემყარება კომპრომისს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის საქართველოს მომავლისთვის“.
დანიელსონის თქმით, საქართველოში პირველი მისიის შემდეგ მას კონსულტაციები ჰქონდა საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართულ ყველა მხარესთან – ევროპული კავშირის პრეზიდენტ შარლ მიშელთან, ევროპის საგარეო ქმედების სამსახურის, ევროპარლამენტისა და ევროპის კომისიის წარმომადგენლებთან.
„ევროკავშირი აქტიურად იღვწის იმისთვის, რომ საქართველოს ამ კრიზისის მოგვარებაში დაეხმაროს. მაგრამ, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა არა ევროკავშირს, არამედ აქაურ პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ,“ თქვა მან.
დანიელსონის თქმით, პირველი მისიის დროს მხარეებმა კარგად გაიცნეს ერთმანეთის აზრები. მათ ასევე იციან, რა არის გასაკეთებელი შეთანხმებამდე მისასვლელად, მაგრამ კომპრომისი მათ თავად უნდა გამონახონ.
„ნება მომეცით, ხაზი გავუსვა, რომ კომპრომისი არ არის სისუსტე, კომპრომისი სიძლიერეა, კომპრომისი იმის ნიშანია, რომ დემოკრატია მუშაობს საქართველოში და კომპრომისი არის ევროპული გზა“, განაცადა ევროპული კავშირის პრეზიდენტის წარმომადგენელმა კრისტიან დანიელსონმა.
მანამდე დანიელსონმა აღნიშნა, რომ ახლა გამბედაობის დროა.
„ახლა საჭიროება არის გამბედაობისა და კომპრომისის. კომრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, კომპრომისი სიძლიერის ნიშანია, კომრომისი დემოკრატიის ნიშანი და კომრომისი არის ის გზა, რომელიც არის ევროპული“, – განაცხადა დანიელსონმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოში ჩამოვიდა და 31 მარტამდე დარჩება.