კატეგორიები

ტანზანიის პრეზიდენტი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტანზანიის პრეზიდენტი 61 წლის ასაკში გარდაიცვალა

ტანზანიის პრეზიდენტი ჯონ მაგუფული 61 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ტანზანიის ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, მაგუფულის გარდაცვალების მიზეზი გული შეტევაა, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, ტანზანიის პრეზიდენტი კორონავირუსით გარდაცვალა.

მაგუფული „კოვიდ-19“-ის პამდემიას საფრთხედ არ აღიარებდა და მტკიცებულებების გარეშე აცხადებდა, რომ ვაქცინები საშიში იყო. ის ხშირად მოუწოდებდა ხალხს – ელოცათ და მცენარეებით გაჟღენთილი ორთქლი შეესუნთქათ.

კენიის პრეზიდენტმა უჰურამ კენიატმა ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში მიუთითა, რომ ტანზანიის პრეზიდენტი მკურნალობდა კოვიდის დამარცხებისთვის.

 

ჯონ  მაგუფულმა 2020 წლის არჩევნებში გამორჯვება მოიპოვა. ტანზანიაში ოპოზიციისა და უფლედამცველების განცხადებით, ჩატარებული არჩევნები არ იყო სამართლიან პირობებში ჩატრაებული. ამ რბოლაში  მის მთავარ მეტოქეს, ტუნდუ ლისუს კენჭისყრის შემდეგ ბელგიაში მოუწია გადასახლება.

Related news
გაუპატიურება, ძალადობა, მკვლელობა – რუსი სამხედროების დანაშაული აფრიკაში აფრიკის ქვეყანა მალავი გენდერული თანასწორობის მომხრეა
სხვა ამბები