კატეგორიები

ბულგარეთში დიდი რაოდენობით ყალბი ფული ამოიღეს

ბულგარეთში დიდი რაოდენობით ყალბი ფული ამოიღეს

ბულგარეთში პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების საიდუმლო სამსახურთან ერთობლივი ოპერაციის შედეგად დიდი რაოდენობით  მაღალი ხარისხის ყალბი ფული ამოიღო. კუპიურებს სოფიის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტამბაში ბეჭდავდნენ. დაკავებულია 2 პიროვნება. პროკურორის განცხადებით, ამოღებული ყალბი ფული დაახლოებით 4 მილიონ დოლარსა და 3.6 მილიონ ევროს შეადგენს.

პოლიციას მიაჩნია, რომ დაკავებული ეჭვმიტანილები უფრო დიდი კრიმინალური დაჯგუფების წევრები არიან, რომლებიც უკრაინასა და დასავლეთ ევროპაში ყალბი კუპიურების გავრცელებით არიან დაკავებული.

 

დაკავშირებული ამბები
რუსეთთან დიალოგისა და ევროკავშირსა და NATO-ს წევრობის მომხრე - ბულგარეთმა პრეზიდენტი აირჩია ბულგარეთში „აზრს მოკლებულს“ უწოდებენ ვერსიას, რომ უკრაინა საკუთარ გემებს ესხმის თავს
სხვა ამბები