ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ შეფასება გამოაქვეყნა. ორგანიზაციის განცხადებით, სექსუალური ძალადობის შემთხვევებმა 2021 წლის იანვრის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, 5%-ით მოიმატა. შეფასებაში ვკითხულობთ, რომ სექსუალური ძალადობა კვლავ რჩება გენდერული ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და დაუსჯელ ფორმად.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ქვეყანაში აბორტის პრობლემაზეც ისაუბრა. მათი თქმით, იძულებითი აბორტის საკითხი საქართველოში დღემდე არ არის კანონმდებლობით რეგულირებული და სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება.
