კატეგორიები

ეუთო-ს თავმჯდომარე ენ ლინდე საქართველოს დიალოგისკენ მოუწოდებს

ეუთო-ს თავმჯდომარე ენ ლინდე საქართველოს დიალოგისკენ მოუწოდებს

ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის მოქმედი თავმჯდომარე, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ენ ლინდე საქართველოს მდგომარეობის განმუხტვისა და დაპირისპირებულ მხარეებს შორის დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს. ასე გამოეხმაურა ენ ლიდნე „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე 23 თებერვალს ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიას დაკავებას.

„თბილისში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს შეშფოთებით ვაკვირდები. როგორც ეუთო-ს თავმჯდომარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ  ყველა მხარეს, დაუყოვნებლივ განმუხტეთ ვითარება, განაახლეთ დიალოგი და იმოქმედეთ ეუთო-ს ვალდებულებების სრული დაცვით, რათა დაიცვათ ქვეყნის მიერ მიღწეული პროგრესი“, – დაწერა ენ ლინდემ.

Related news
გამოწვევებით სავსე წელი საქართველოსთვის ხალხის აზრით: როგორი იყო 2025 წელი საქართველოსთვის?
სხვა ამბები