კატეგორიები

მიანმარის ლიდერი მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდებს

მიანმარის ლიდერი მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდებს

მიანმარის ლიდერი, აუნ სან სუ ჩი მოსახლეობას პროტესტისკენ მოუწოდებს. მიანმარის მმართველმა, „დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ“ დაკავებული ლიდერის სახელით განცხადება სადაც აუნ სან სუ ჩი ამბობს, რომ მოქალაქეებმა სამხედრო გადატრიალებას წინააღმდეგობა უნდა გაუწიონ.

მიანმარის არმიამ ქვეყნის მთავრობის წევრები პირველ თებერვალს, ახლად არჩეული პარლამენტის მოწვევამდე რამდენიმე საათით ადრე დააკავა.

მიანმარელი სამხედროები ნოემბერში ჩატარებული არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. გაერო მიანმარის არმიას მოუწოდებს, პატივი სცეს არჩევნების შედეგებს. აშშ მიანმარის მთავრობის წევრების დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

დაკავშირებული ამბები
11 ევროპულმა ქვეყანამ მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის დასახლებებთან სავაჭრო სანქციები დააწესა კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები აცხადებენ, რომ სპარსეთის ყურე რეგიონის უსაფრთხოებისთვის მხოლოდ აშშ-ს იმედად არ უნდა იყოს
სხვა ამბები