მთავარიმსოფლიობრექსიტის გამო მეთევზეებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ

ბრექსიტის გამო მეთევზეებს ფინანსური პრობლემები შეექმნათ

ბრიტანელმა მეთევზეებმა კარგი ნადავლი დაიჭირეს. თუმცა ამ თვეში თევზის ფასი განახევრდა. ამ ფაქტმა წარსულში ბრექსიტის მომხრე მეთევზეებს აზრი შეაცვლევინა.

დეივი და საიმონის წინაპრები დევონის სანაპიროზე მე-16 საუკუნიდან ეწევიან ამ საქმიანობას. მათ ეგონათ, რომ ბრექსიტი წარმოადგენდა უნიკალურ შანსს, რომელიც მეთევზეების პრობლემებს გადაწყვეტდა. ახლა კი თვლიან, რომ ბორის ჯონსონმა ისინი მოატყუა.

„ეს ამბავი რომ გვცოდნოდა, ალბათ ხალხი ბრექსიტს მხარს არ დაუჭერდა. მეთევზეები ამ საკითხს სხვანაირად მიუდგებოდნენ.“ – აცხადებს მეთევზე საიმონ დრაივერი.

„ისინი გვპირდებოდნენ, რომ ჩვენ უკეთესი ცხოვრება გვექნებოდა. რომ ქვეყნის წყლებზე უკეთესი კონტროლი გვექნებოდა. ამან განაპირობა ის, რომ ბევრმა ადამიანმა ხმა ბრექსიტის სასარგებლოდ მისცა. მაგრამ დაპირება არ შესრულდა. თევზჭერის ინდუსტრია უარეს მდგომარეობაში ჩავარდა. ხალხი მოტყუებულად გრძნობს თავს. ავტობუსებზე გამოკრული იყო აფიშები: „ჩვენ ვიბრძოლებთ თევზჭერის ინდუსტრიისთვის“. ეს ტყუილი აღმოჩნდა.“ – ამბობს დეივ დრაივერი.

 თევზჭერის სერტიფიკატებისა და საბაჟო ხელშეკრულებების გამო საზღვართან შეყოვნებები შეიქმნა. შეყოვნებების გამო კი ევროპელი მყიდველები უარს ამბობენ ბრიტანული თევზის ჩაბარებაზე.

ბიზნესის შესანარჩუნებლად ბენ ვასს გუნდის ორი წევრის გაშვება მოუწია. თევზის ნაცვლად ახლა იგი მოლუსკებს იჭერს, რათა ისინი ექსპორტზე აზიაში გაიტანოს.

„ბრექსიტის გამო პროდუქტის ქვეყნიდან გატანა გართულდა. ევროპელები ჩვენს თევზს აღარ ყიდულობენ. ჩვენ უზარმაზარი სავაჭრო ბაზარი დავკარგეთ.“ – ამბობს იგი.

ოფიციალური მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში სათევზაო ხომალდებზე დაახლოებით 12 ათასი ადამიანია დასაქმებული. მათი ბედი ახლა გაურკვეველია.

მთავრობის განცხადებით, იგი საზღვარზე არსებული პრობლემების მოგვარებას ცდილობს და დაზარალებულებს კომპენსაციას ჰპირდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend