ავტორი: ანა ალელიშვილი
ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე
ოპოზიციური პარტიების ლიდერების ორგანიზებით 5 ნოემბერს საბურთალოზე მსვლელობა გაიმართა.
ოპოზიციის ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ბუკიას ბაღთან შეიკრიბნენ, სამედიცინო უნივერსიტეტის მიმართულებით დაიძრნენ და მსვლელობა ერთ-ერთ სააოლქო კომისიასთან დაასრულეს. ოპოზიციის ლიდერები საოლქო კომისიაში შესვლას ცდილობდნენ, თუმცა არ შეუშვეს. მსვლელობის მონაწილეები გზაში ფლაერებს არიგებდნენ. როგორც ოპოზიციური პარტიის ლიდერებმა განმარტეს, მსვლელობა მოსახლეობის ინფორმირებას ისახავდა მიზნად. მათი განმარტებით, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ოპოზიცია არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებია და პარლამენტის წინ აქციის მოწყობას გეგმავს.