მთავარიმსოფლიო"ჰამასმა" ისრაელის 1300-ზე მეტი მოქალაქე მოკლა

“ჰამასმა” ისრაელის 1300-ზე მეტი მოქალაქე მოკლა

“ჰამასსა” და ისრაელს შორის ომი გრძელდება, დღეს კონფლიქტის მეთოთხმეტე დღეა. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წარმომადგენელთა მიერ შეგროვებული ინფორმაციის თანახმად ისრაელის 1300-ზე მეტი მოქალაქეა დაღუპული, 4 562 მოქალაქე კი დაჭრილია, ისრაელის 200-მდე მოქალაქე კი “ჰამასის” ტყვეობაშია. ღაზის სექტორი არ გახლავთ კონფლიქტის ერთადერთი კერა, ჩრდილოეთ ისრაელში სამი მოქალაქე დაიჭრა ლიბანიდან სარაკეტო თავდასხმის შედეგად.

ისრაელისა და ღაზის სექტორის საზღვართან, 19 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Francisco Seco

ჩრდილოეთ ისრაელში სამი მოქალაქე დაშავდა.

მიზეზი ლიბანის ტერიტორიიდან სარაკეტო დაბომბვაა.

ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენელთა მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამხრეთ ლიბანიდან საერთო ჯამში 30 რაკეტა გაისროლეს და სამიზნე ქალაქები ნაჰარია და შლომი იყვნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა კი ღაზის სექტორში ასამდე სამხედრო სამიზნეზე მიიტანეს იერიში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც ახლახან ისრაელში იმყოფებოდა, აცხადებს, რომ ისრაელისა და უკრაინის წარმატება ვაშინგტონისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მატარებელია.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და ისრაელის პრემიერი ბენიამინ ნეთანიაჰუ Copyright AP Photo/Evan Vucci

ჯო ბაიდენი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი: “მე დღეს დილით დავბრუნდი ისრაელიდან. მე ამერიკის შეერთებული შტატების პირველი პრეზიდენტი ვარ, რომელიც ისრაელში ომის დროს იმყოფებოდა. მე შევხვდი ისრაელის ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ადამიანებს, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს “ჰამასის” სიმხეცე. 1300-ზე მეტი ადამიანი გაჟლიტა “ჰამასმა”, მათ შორის 32 ჩვენი მოქალაქეა, “ჰამასის” მიერ გატაცებულ ადამიანებს შორისაც არიან ჩვენი მოქალაქეები. ყველა ღონეს ვიხმართ ამ ადამიანების სახლში მშვიდობით დაბრუნებისთვის”.

იერუსალიმში კი “ჰამასის” მიერ გატაცებული ადამიანებისთვის ლოცულობენ.

ისრაელის მხარდამჭერი აქცია გაიმართა ნიუ-იორკში, შეკრებილი ადამიანები “ჰამასის” ტყვეობაში მყოფი მშვიდობიანი მოსახლეობის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვდნენ. თელ-ავივში კი “ჰამასის” მიერ მოკლული ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს.

ზივა შაპირის დაკრძალვა, ის “ჰამასის” მებრძოლებმა მოკლეს თელ-ავივში ბართან, 19 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Petros Giannakouris

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend