მთავარიაზიასირიათურქეთის პრეზიდენტი სირიის ახალარჩეულ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარას შეხვდა

თურქეთის პრეზიდენტი სირიის ახალარჩეულ პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარას შეხვდა

სირიის დროებითი პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მხარეებმა სირიის ეკონომიკური აღდგენისა და ქურთების ორგანიზებით სირიის ჩრდილოეთით მობილიზებული ძალების საკითხები განიხილეს, ამ პრობლემების გამო თურქეთის უსაფრთხოება არ არის დაცული.

ანკარაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის პაქტის გაფორმებაზეც იმსჯელეს.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც სირიის ახალი ხელისუფლება სტრატეგიული თავდაცვის შეთანხმების საკითხებზე მუშაობს სხვა ქვეყანასთან. შეთანხმება თურქეთს სამხედრო მიზნებისთვის სირიის საჰაერო სივრცის გამოყენების საშუალებას მისცემს.

თურქეთი, რომელიც 13-წლიანი სამოქალაქო ომის დროს ბაშარ ალ-ასადის მოწინააღმდეგე ჯგუფებს უჭერდა მხარს, ახლა სირიის ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედ ითვლება.

აჰმედ ალ-შარა პრეზიდენტის თანამდებობას ქვეყნის „გარდამავალ პერიოდში“ დაიკავებს. მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა,  რომ ახალი არჩევნების ჩატარებას დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდება, ხოლო ახალი კონსტიტუციის შემუშავებას – სამი წელი. მან უკვე განაცხადა, რომ გააუქმებს 2021 წლის კონსტიტუციას.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend