ნორვეგიის პრემიერ-მინისტრმა სამშაბათს ახალი მთავრობა წარადგინა. ყველაზე დიდი სიურპრიზი ნატოს ყოფილი გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნება იყო. ვეტარანი პოლიტიკოსი 9 წლის განმავლობაში ქვეყნის პრემიერის თანამდებობას იკავებდა, სანამ 2014 – 2024 წლებში სამუშაოდ ნატოში არ გადავიდა. იგი შლაგსვოლდ ვედუმს შეცვლის. გასულ კვირას მძაფრი დებატები გაიმართა ევროკავშირის ენერგეტიკულ პოლიტიკასთან დაკავშირებით, რასაც კოალიციური მთავრობის დაშლა მოჰყვა.
ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იოანას გარ სტიორე ამბობს, რომ ის 25 წლის განმავლობაში პირველად დგას საუკეთესო ლეიბორისტულ მთავრობასთან ერთად. ხელისუფლებაში არიან როგორც ახალი სახეები, ისე ცნობილი პოლიტიკოსებიც. ეს არის გუნდი, რომელიც მზადაა, ნორვეგიის სათავეში ჩადგეს და მართოს ქვეყანა ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე დროს.
An honour to be appointed as Minister of Finance of Norway in PM @jonasgahrstore government. We face geopolitical challenges & a more uncertain world. Economic stability & prosperity will be my focus.
It’s a privilege to serve my country, and I am ready to play my part. pic.twitter.com/UhGidpC2hT
— Jens Stoltenberg (@jensstoltenberg) February 4, 2025
სტოლტენბერგმა სამშაბათს განაცხადა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდა. მან გულდასმით შეისწავლა გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგანან ნორვეგიელები. ნორვეგია, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი, შესაძლოა დაზარალდეს როგორც ბრიუსელის, ისე ვაშინგტონის მიერ დაწესებული ტარიფებით, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შეასრულებს თავის მუქარას გადასახადებთან დაკავშირებით. ნატოში ყოფნის დროს სტოლტენბერგს „ტრამპთან მოჩურჩულესაც“ უწოდებდნენ, რადგან მან შეძლო აშშ დაერწმუნებინა, არ გასულიყო სამხედრო ალიანსიდან.