მთავარიევროპაუკრაინარუსული არმია ხარკივიდან უკან იხევს - ვითარება აღმოსავლეთ ფრონტზე

რუსული არმია ხარკივიდან უკან იხევს – ვითარება აღმოსავლეთ ფრონტზე

რუსი სამხედროები, რომელთა ყურადღება ახლა დონბასის რეგიონზეა გადატანილი, აგრძელებენ უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილის დაბომბვას.

თუმცა ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვაში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან დღემდე  მოსკოვმა, სავარაუდოდ, უკვე დაკარგა თავისი სახმელეთო ძალების ერთი მესამედი.  ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში ასევე ვარაუდობენ, რომ რუსეთი მომდევნო 30 დღის განმავლობაში გააძლიერებს თავდასხმებს დონბასზე.

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ რუსეთმა ვერ განახორციელა ის, რაც დაგეგმილი ჰქონდა. მათ ვერ შეძლეს კიევის აღება. ისინი ხარკივიდან უკან იხევენ და ისეთი ძალით ვეღარ უტევენ დონბასის რეგიონს.

იენს სტოლტენბერგს მიაჩნია, რომ რუსეთი ვერ აღწევს თავის სტრატეგიულ მიზნებს.

რუს სამხედროებს დაბრკოლებები ექმნებათ, სამაგიეროდ უკრაინელი  მებრძოლები მიიწევენ წინ. კვირას მათმა პირველმა ბატალიონმა ხარკივის რეგიონში რუსეთის საზღვარს მიაღწია. თუმცა 3 დღის შემდეგ რუსულმა ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს.

მეხანძრეები სოფელ დერჰაჩიში ამ დრომდე ებრძვიან თავდასხმის შედეგად გაჩენილ ხანძრებს.

ზოგიერთი პოზიციიდან რუსული ძალები უკან იხევენ, თუმცა მათი სამიზნე ახლა ქვეყნის დასავლეთთან დამაკავშირებელი გზებია. მათ სარაკეტო იერიში მიიტანეს სამხედრო ინფრასტრუქტურზე ქალაქ ლვივში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend