„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ აზერბაიჯანელ ჟურნალისტს საექსტრადიციო პატიმრობა გირაოთი შეეცვალა.
აფგან სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე იძებნებოდა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ის 2024 წლის 3 აგვისტოს ექსტრადიციის მიზნით დააკავა.
იგი azel.tv-ის მთავარი რედაქტორია, რომელიც აქტიურად წერს აზერბაიჯანში კორუფციასა და სოციალურ საკითხებზე. მისი პუბლიკაციები ხშირად ეძღვნება აზერბაიჯანის ხელისუფლების კრიტიკასა და ადგილობრივი ოფიციალური პირების უკანონო საქმიანობას.
აფგან სადიგოვი მეუღლესა და ორ არასრულწლოვან შვილთან ერთად საქართველოში 2023 წლის 24 დეკემბერს ჩამოვიდა, ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით. მაშინ ის ამბობდა, რომ ქვეყანაში მკურნალობის მიზნით შემოვიდა.
ჟურნალისტმა საექსტრადიციო პატიმრობის პერიოდში მშრალი შიმშილობა გამოაცხადა და 161 დღე იშიმშილა.