მთავარიამერიკააშშრესპუბლიკელებმა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

რესპუბლიკელებმა დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს

რესპუბლიკელებმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპის კანდიდატურა ოფიციალურად წარადგინეს.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე ტრამპმა ხმათა უმრავლესობა მიიღო. რესპუბლიკური პარტიის ყრილობას ესწრება სენატორი და რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი ჯეი დი ვანსი, რომელმაც განაცხადა, რომ სურს დებატები აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტთან კამალა ჰარისთან.

რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობა – საავტორო უფლება AP

რესპუბლიკელებმა საერთო ყრილობაზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, რომლებიც ამერიკის არჩევნებამდე მათ პოლიტიკურ დღის წესრიგს განსაზღვრავს. ჩამოთვლილ პრობლემებს შორის იყო მიგრაციის საკითხიც, რაც რესპუბლიკელებს აწუხებთ.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend