მთავარიევროპარუსეთირუსეთმა Pussy Riot ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთმა Pussy Riot ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ კრემლის მოწინააღმდეგე ფემინისტური პანკ ჯგუფი Pussy Riot ექსტრემისტულ ორგანიზაციად შერაცხა. მოსკოვის სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯგუფის საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე სრულად აიკრძალა.

ეს გადაწყვეტილება მოჰყვა სექტემბერში მიღებულ განაჩენს, რომლის მიხედვითაც, ბასმანის რაიონულმა სასამართლომ Pussy Riot-ის ხუთ წევრს დაუსწრებლად მიუსაჯა. მათ რუსეთის არმიის შესახებ „ცრუ ინფორმაციის გავრცელება“ ედავებათ და რვიდან თვრამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

ცოტა ხნის წინ ჯგუფის წევრმა დიანა ბურკოტმა Rolling Stone-თან განაცხადა, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე მათი პოზიცია უცვლელია და მათ სჯერათ უკრაინის გამარჯვების.

„პუტინი ჰააგაში უნდა წარდგეს“ – ამბობდა მუსიკოსი.

Pussy Riot მსოფლიომ 2012 წელს გაიცნო, როდესაც ჯგუფმა მოსკოვის მაცხოვრის სახელობის ტაძარში პუტინის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. მას შემდეგ ჯგუფი კრემლის კრიტიკისა და ანტისაომარი პროტესტის სიმბოლოდ ითვლება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend