მთავარიგადაცემებიMade in Europeდრონების შემკავებელი ევროპული ტექნოლოგია მსოფლიოს ლიდერია

დრონების შემკავებელი ევროპული ტექნოლოგია მსოფლიოს ლიდერია

ევროპაში დრონების თავდასხმის შემააკვებელ უმაღლესი დონის ტექნოლოგიას აწარმოებენ. განსაკუთრებით დახვეწილი ოსტატები ამ მხრივ ბალტიისპირეთის რესპუბლიკებში არიან. საინტერესოა, მაინც რა არის მათი ასეთი წარმატების საიდუმლო? ამის გარკვევა ევრონიუსმა ლატვიასა და ესტონეთში სცადა.

ლატვიურმა სტარტაპმა  კომპანია DefSecIntel-მა შექმნა რადარის სისტემა, რომელსაც ნებისმიერი დრონის აღმოჩენა შეუძლია. კომპანიამ ამ გამოგონებისთვის ცოტა ხნის წინ პარიზში გამართულ მილიპოლის სამხედრო ტექნოლოგიების საერთაშორისო ბაზრობაზე ინოვაციისთვის დაწესებული ჯილდოც კი მიიღო. ევროკავშირის გარე საზღვარზე დრონების თავდაცვითი კედლის შექმნის იდეაც კომპანია  DefSecIntel ხელმძღვანელს იაანუს ტამს ეკუთვნის.

„დრონების კედელი იმისთვის არის საჭირო, რომ სასაზღვრო სივრცეში დაბალ სიმაღლეზე მფრენი დრონები აღმოაჩინოს. ეს არის მრავალშრიანი სისტემა-დეტექტორი, რომელიც სხვადასხვა ტიპის დამჭერი დრონისგან შედგება. ეს არის მინივენში ჩადგმული ქსელური პლატფორმა. და ამ პლტაფორმას ახლა ვქმნით ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში“, – განმარტავს იაანუს ტამი.

კომპანია DefSecIntel-მა თანამშრომლობა დაიწყო ლტვიაში საბრძოლო დრონების წამყვან მწარმოებელ კომპანია Origin Robotics-თან. ლატვიაში საბრძოლო დრონების მოწინავე მწარმოებელია. მათი ახალი სისტემა სახელწოდებით Blaze-ი თავდამსხმელ დრონებს ანადგურებს და მას უკრაინაში უკვე იყენებენ. ეს სისტემა უკვე შეუკვეთეს ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებმა, პოლონეთმა და ბელგიამ.

„ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ მოდელებს იმისთვის ვიყენებთ, რომ ჰაერში დრონი იპოვონ. ამ სისტემის ნამდვილი საიდუმლო მის პროგრამულ უზრუნველყოფაში დევს“, -ამბობს აგრის კიპურსი, Origin Robotics-ის თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

შემაკავებელი დრონების ოპერატორი მარტინსი  განმატავს: „როდესაც დრონების დიდი ჯგუფი თავდასხმაზე გადმოვა, ლატვიურმა  Blaze-ის სისტემამ უნდა გამოიცნოს, თუ რომელს მოაქვს საბრძოლო მასალა და რომელს – არა.“ როცა იპოვის თავდამსხმელ დრონს, Blaze-მა ის უნდა გაანდგუროს. მარტნის ხაზს უსვამს, რომ რუსული დრონები ძალიან სწრაფად დაფრინავენ, მაგრამ Blaze სისტემა უფრო სწრაფია.

„თუ სისტემა უკვე მზადაა, მხოლოდ ერთი წუთი გვინდა დამჭერი დრონის გასაშვებად. მაგრამ თუ სისტემა არ არის აწყობილი, კარგ ოპერატორს, რომელიც იცნობს სისტემას, 5 წუთში შეუძლია მისი გამართვა“, – ამბობს მარტინსი.

ცოტა ხმის წინ ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ეწვია კომპანია Origin Robotics-ს   და 4.5 მილიონი ევროს დაფინანსება ჩამუტანა ევროპის თავდაცვის ფონდიდან.

ლატვია  დრონების საერთაშორისო კოალიციის კოორდინაციას ხელმძღვანელობს, რომელიც უკრაინას ეხმარება და ევროპის თავდაცვის პოტენციალის გაუმჯობესებას ემსახურება.

მაიორი მოდრის კაირიში, რომელიც ავტონომიური სისტემის კომპეტენციის ცენტრს ხელმძრვანელობს  ლატვიაში ამბობს:

„თუ მტერი დრონს გამოგზავნის, ის აქ, აღმოსავლეთის საზღვართან, უნდა შევაჩეროთ და არა სადღაც პარიზსა თუ ბერლინში“.

 

ავტორი: ჰანს ფონ დერ ბრელი

 

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend