მთავარისპორტიქართველი ბორჯღალოსნები 22 ნოემბერს იაპონიას უმასპინძლებენ

ქართველი ბორჯღალოსნები 22 ნოემბერს იაპონიას უმასპინძლებენ

22 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ნოემბრის მესამე და ყველაზე მნიშვნელოვან ტესტ-მატჩს გამართავს. ბორჯღალოსნების მეტოქე იაპონიის ეროვნული გუნდი იქნება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 16:00-ზე დაიწყება.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის რიჩარდ კოკერილის თქმით, ბორჯღალოსნები კარგ ფორმაში არიან, ხოლო სახლში თამაში მათთვის ძალიან დიდი მოტივაცია და უპირატესობა იქნება.

„ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. ვინც გაიმარჯვებს ტოპ 12-ში ადგილს შეინარჩუნებს. ძალიან კარგად ვართ მომზადებულები, კანადისა და ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგ 2 დაპირისპირება მოვიგეთ. ვიცით, რომ იაპონია ძალიან ძლიერი გუნდია და ხვალისთვის კარგად იქნებიან მომზადებულები. თუმცა ამ ყველაფერთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ სახლში ვთამაშობთ. მესხის სახელობის სტადიონი ნამდვილად საოცარი ადგილია სათამაშოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი გულშემატკივარი გვეყოლება ხვალ.

იაპონია ტიერ 1-ის გუნდია და ვიცით, რომ ურთულესი თამაში გველის. მათ საოცარი შიდა ჩემპიონატი აქვთ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები და მწვრთნელები ჰყავთ, შეიძლება ფავორიტებიც იყვნენ ჩვენთან, თუმცა ჩვენ სახლში ვთამაშობთ, თბილისში, რაც ძალიან დიდი უპირატესობა და მოტივაციაა ჩვენთვის.”- ამბობს რიჩარდ კოკერილი, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend