19 ნოემბერს ქართველი სპორტსმენის, ვახტანგ ბალავაძის, მემორიალური დაფა გაიხსნა. ვახტანგ ბალავაძე თავისუფალ ჭიდაობაში არაერთგზის მსოფლიო ჩემპიონი და პრიზიორი გახლდათ.
მემორიალური დაფა თბილისში, ნინო რამიშვილის ქუჩაზე გაიხსნა, სწორედ იქ, სადაც სპორტსმენმა თავისი ცხოვრების ნახევარი გაატარა. ცერემონიას სპორტსმენის ოჯახის წევრები, ნათესავები და ვეტერანი სპორტსმენები ესწრებოდნენ.
ვახტანგ ბალავაძე 2018 წელს 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სპორტში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის არაერთი ორდენისა და პრიზის მფლობელია, სწორედ მისი აღზრდილი იყო ორგზის ოლიმპიური და ოთხგზის მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში, ლევან თედიაშვილი.

