კატეგორიები

სტოკჰოლმში მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

სტოკჰოლმში მუნიციპალური ტრანსპორტი ავტობუსის გაჩერებას შეეჯახა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში, ესტერალმის რაიონში, მუნიციპალური ავტობუსი მოსაცდელს დაეჯახა.

დაიღუპა, სულ მცირე, 3 პირი, თუმცა პოლიცია აცხადებს, რომ მსხვერპლის რაოდენობა, შესაძლოა, გაიზარდოს – არიან დაშავებულები.

სამართალდამცველები ჯერჯერობით აზუსტებენ, ეს იყო ავტოსაგზაო შემთხვევა. თუ მიზანმიმართული თავდასხმა.

ადგილობრივი მედიის თანახმად, ავარიის დროს ავტობუსში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელიც პოლიციამ დააკავა. მათივე ცნობით, შემთხვევის დროს შიდასაქალაქო ავტობუსი არ ემსახურებოდა მგზავრებს.

დაკავშირებული ამბები
შვედეთი უკრაინას რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაკავებულ გემს გადასცემს უკრაინისა და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პირველი შეხვედრა გამართეს
სხვა ამბები