კატეგორიები

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სხდომა

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სხდომა

11 ნოემბერს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომაზე განიხილეს 2026 წლის ოქტომბერ-ნოემბერში გასამართ ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში სპორტის სახეობათა პროგრამა და ოლიმპიადაში ქართველ სპორტსმენთა მონაწილეობის პერსპექტივები.

ოლიმპიური კომიტეტის სოლიდარობის პროგრამით 6 სპორტსმენი ქართული დელეგაციიდან, რომლებიც ლოს-ანჯელესის 2028 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება, ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს.

ასევე ოლიმპიურმა კომიტეტმა 2025 წლის შემაჯამებელი ღონისძიებისა და დაჯილდოების თარიღად 19 დეკემბერი დაასახელა.

დაკავშირებული ამბები
საფრანგეთი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალისტია კრისტიანო რონალდოს ბოლო მატჩი მუნდიალზე
სხვა ამბები