კატეგორიები

GTA VI 2026 წლის ნოემბერში გამოვა

GTA VI 2026 წლის ნოემბერში გამოვა

ვიდეოთამაშების მოყვარულებს კიდევ 1 წელი მოუწევთ ლოდინი GTA 6-ის გამოსვლამდე. კომპანია Rockstar Games-ის ინფორმაციით, პოპულარული ვიდეოთამაში 2026 წლის ნოემბერში გამოვა.

ეს უკვე მე-2 შემთხვევაა, როდესაც კომპანიამ GTA 6-ის გამოსვლის თარიღი გადადო. ბოლოს ვიდეოთამაშის გამოსვლა დაგეგმილი იყო 2026 წლის მაისში.

ოფიციალურ განცხადებაში კომპანია მოთმინებისკენ მოუწოდებს გულშემატკივრებს და მათ ჰპირდება, რომ მოლოდინი გამართლდება.

სერიის ბოლო ვერსია GTA 5, 2012 წელს გამოვიდა. აღსანიშნავია, რომ GTA 5, Minecraft-ის შემდეგ ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეოთამაშია.

დაკავშირებული ამბები
მსოფლიო მასშტაბით Audi-სა და Volkswagen-ის 2,8 მილიონზე მეტი ავტომობილის უკან გაწვევა იგეგმება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მინერალების წარმოება გლობალური მოთხოვნის ზრდის კვალდაკვალ ფართოვდება
სხვა ამბები