მთავარიევროპაბელგიაბელგიაში ნატოს საჰაერო ბაზის მახლობლად უცნობი დრონები შენიშნეს

ბელგიაში ნატოს საჰაერო ბაზის მახლობლად უცნობი დრონები შენიშნეს

ბელგიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ნატოს კლაინე ბროგელის საჰაერო ბაზის მახლობლად უცნობი დრონები შენიშნეს.

მედიის ინფორმაციით, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა საჰაერო ბაზის მახლობლად სულ მცირე ექვსი უპილოტო საფრენი აპარატი დაინახეს. აეროპორტებთან დრონების გამოჩენის შემდეგ ბრიუსელისა და ლიეჟის აეროპორტებში ავიარეისები დროებით შეჩერდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, პოლიციამ ორი დრონი შენიშნა.

„ამ დრომდე არ დაზუსტებულა, ვის ეკუთვნის ეს დრონები, რადგან სამხედროებმაც კი ვერ შეძლეს მათი იდენტიფიცირება“, – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა.

ადგილზე პოლიციის ვერტმფრენი გამოიძახეს, რათა, საჭიროების შემთხვევაში, უპილოტო საფრენი აპარატები მოეგერიებინათ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend