მთავარისპორტიწიგნის პრეზენტაცია - „ჩვენი ფეხბურთის გრძელი ღამე”

წიგნის პრეზენტაცია – „ჩვენი ფეხბურთის გრძელი ღამე”

30 ოქტომბერს, კიდევ ერთი, ქართული ფეხბურთის შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

“ჩვენი ფეხბურთის გრძელი ღამე” – ასე ეწოდება ქართული ფეხბურთის ქრონიკების მე-5 წიგნს, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ისტორიას 2004-დან 2014 წლის პერიოდის ჩათვლით გადმოგვცემს.

წიგნი საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ეგიდით გამოიცა და მისი მთავარი რედაქტორი და ერთ-ერთ ავტორი, ჟურნალისტი გიორგი გორგოძე გახლავთ. წიგნის პრეზენტაციას ქართველი სპორტული ჟურნალისტები ესწრებოდნენ.

„ეს არის მე-5 წიგნი, ქართული ფეხბურთის საუკუნის. ერთ რაღაცას გაგახსენებთ რა – ევროპის ჩემპიონატის დროს, როცა პორტუგალიას მოვუგეთ და გავედით, მსოფლიო პრესის სათაურებში სულ ფიგურირებდა ერთ-ერთი ფრაზა: “აქამდე სად იყავით ქართველები?” აქამდე სად ვიყავით, ეს აუცილებლად დასაწერი იყო. დასაწერი იყო იმიტომ რომ უმცროსმა თაობამ უნდა იცოდეს, საიდან მოდიან ისინი, როგორი იყო ქართული ფეხბურთი, სათქმელია ეს ყველაფერი”, -ამბობს გიორგი გორგოძე, წიგნის ავტორი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend