კატეგორიები

„ქუთაისი 2010-მა“ ფიბა ევროპის თასზე გამოსვლა „ბრნოსთან“ მატჩით დაიწყო

„ქუთაისი 2010-მა“ ფიბა ევროპის თასზე გამოსვლა „ბრნოსთან“ მატჩით დაიწყო

„ქუთაისი 2010“ ზედიზედ მეორე სეზონია ევროტურნირზე ასპარეზობს. კოტე ტუღუშის გუნდმა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იასპარეზა, თუმცა დანიის ჩემპიონთან, „ბაკენ ბეარსთან“, დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა და ფიბა ევროპის თასის ჯგუფურ ეტაპზე გადაინაცვლა.

ფიბა ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ჩემპიონმა ჩეხურ „ბრნოს“ უმასპინძლა და 66:84 დამარცხდა.

„ქუთაისიდან“ ყველაზე შედეგიანი 18 ქულით ნიკოლოზ დარბაიძე იყო, დეტრეკ ბრაუნინგმა კი 16 ქულა ჩააგდო. „ბრნოს“ ლეგიონერმა, ჯეიკობ გროუვსმა 33 ქულა ჩააგდო.

„ქუთაისი 2010“ მომდევნო მატჩს ევროტურნირზე გამართავს 22 ოქტომბერს ბერძნულ „პერისტერისთან“ სტუმრად, რომელმაც პირველ ტურში ესპანური „ბილბაო“ დაამარცხა.

Related news
ხელოვნური ინტელექტი, ღრუბელზე დაფუძნებული სისტემები – ახალი ტექნოლოგიები ოლიმპიური თამაშების ტრანსლაციის გზებს ცვლიან ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ერთი დღით ადრე სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს
სხვა ამბები