მთავარისპორტისაქართველო თურქეთთან 4:1 დამარცხდა

საქართველო თურქეთთან 4:1 დამარცხდა

მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ჯგუფური ეტაპის მე-4 შეხვედრაში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები თურქეთის წინააღმდეგ 4:1 დამარცხდა.

4 ტურის შემდეგ E ჯგუფში საქართველო 3 ქულით მესამე ადგილზეა, მეორე ადგილს 9 ქულით თურქეთი იკავებს, პირველ ადგილზე ესპანეთია 12 ქულით, ხოლო ბულგარეთის ეროვნული ნაკრები 0 ქულით ბოლო ადგილზეა.

საქართველოს ნაკრების კარში პირველი გოლი მე-14 წუთზე „იუვენტუსის” შემტევმა ქენან ილდიზმა გაიტანა, მეორე გოლი 22-ე წუთზე მერიჰ დემირალმა შეაგდო, ხოლო პირველ ტაიმში თურქების უპირატესობა 3-მდე იუნუს აკგუნმა გაზარდა. მეორე ტაიმში 52-ე წუთზე მერიჰ დემირალმა დუბლი შეასრულა, ხოლო 64-ე წუთზე კი გიორგი ქოჩორაშვილის გოლით ანგარიში 4:1 გახდა.

შემდეგ მატჩს ვილი სანიოლის შეგირდები ესპანეთის წინააღმდეგ 15 ნოემბერს დინამო არენაზე გამართავენ. ხოლო ჯგუფის დასკვნით თამაშს კი ეროვნული ნაკრები 18 ნოემბერს ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს.

უახლესი

სხვა ამბები

ქართული სპორტი 2025

spot_imgspot_img
Send this to a friend