მთავარისპორტისაქართველოში ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ჩემპიონატი ტარდება

საქართველოში ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ჩემპიონატი ტარდება

ისტორიაში პირველად, საქართველო ფიგურული ციგურაობის საერთაშორისო ჩემპიონატს მასპინძლობს უფროსთა კატეგორიაში.

შეჯიბრება 9 ოქტომბერს დაიწყო და 11 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება და მასში მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს 30 ქვეყნის 100-ზე მეტი მოციგურავე.

ჩემპიონატი ტარდება ფიგურული ციგურაობის ოთხივე კატეგორიაში – ერთეული ქალები, ერთეული მამაკაცები, სპორტული ცეკვები და სპორტული წყვილები…

წელს ოთხივე სახეობაში ციგურაობის ტურნირი მხოლოდ საქართველოში, იაპონიაში, გერმანიასა და ხორვატიაში გაიმართება.

„ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით. გულშემატკივრებისგან ძალიან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენი. ამის ფონზე კი ძალიან დიდ ენერგიას ვგრძნობ. ჩემი გამოსვლის დროს ერთი პატარა შეცდომა მქონდა, თუმცა საერთო ჯამში კმაყოფილი ვარ”, – ამბობს ანასტასია გუბანოვა, მოციგურავე და საქართველოს წარმომადგენელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend