მთავარისპორტივიქტორ სანეევის სახლთან სპორტსმენის მემორიალური დაფა გაიხსნა

ვიქტორ სანეევის სახლთან სპორტსმენის მემორიალური დაფა გაიხსნა

3 ოქტომბერს, 80 წელი შეუსრულდებოდა სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, მე-20 საუკუნის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს, მძლეოსან ვიქტორ სანეევს.

სანეევის დაბადების 80 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორგანიზებით ვიქტორ სანეევის ყოფილ საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფა გაიხსნა, ოლიმპიურ მუზეუმში კი მძლეოსნის 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

აღნიშნულ ღონისძიებებთან დაკავშირებით ავსტრალიიდან საქართველოში სტუმრად ჩამოვიდა ვიქტორ სანეევის მეუღლე.

ვიქტორ სანეევი დაიბადა 1945 წლის 3 ოქტომბერს სოხუმში. მძლეოსანი, სამმხტომელი, მეხიკოს, მიუნხენისა და მონრეალის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, მოსკოვის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორი, ევროპის ზამთრისა და ზაფხულის ჩემპიონატებში რვაგზის გამარჯვებული, სსრკ ექვსგზის ჩემპიონი და მეორე პრიზიორი, სსრკ ხალხთა V და VI სპარტაკიადების ჩემპიონი, ევროპის თასის ოთხგზის მფლობელი, მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი , სამგზის მსოფლიო რეკორდსმენი, საუკეთესო პირადი შედეგი -17,44 მ, საქართველოს სამგზის წლის საუკეთესო სპორტსმენი, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი (ოქროს პრიზი), სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის, სოკ-ის, ღირსების, ვახტანგ გორგასლის I და II ხარისხის ორდენების კავალერი, სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე (2000) იყო საქართველოს ოლიმპიური ატაშე.

ვიქტორ სანეევი გარდაიცვალა 2022 წლის 3 იანვარს სიდნეიში (დაკრძალულია იქვე).

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend