დუდუ დადიანის მემორიალური ტურნირის გამარჯვებული „ვსა” გახდა.
„ვსა-მ” ფინალში „ქუთაისი 2010” 77:73 დაამარცხა და ეს ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.
ტურნირის MVP, ლუკა კალატოზიშვილი, რომელმაც შეხვედრა 19 ქულითა და 8 მოხსნით დაასრულა, სუპერლიგის დირექტორმა კობა კობიაშვილმა დააჯილდოვა. გამარჯვებაში სოლიდური წილი დაიდო ლევან გოგიჩაიშვილმა, რომელმაც 12 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
„ქუთაისში“ 15 ქულით გიორგი სულაბერიძე გამოირჩა, ხოლო ტაირი ბოიკინს – 14 ქულა ჰქონდა.
„ვსა-ს” კაპიტანს, ანზორ ნადირაძეს საჩემპიონო თასი დუდუ დადიანის ძმისშვილებმა – სანდრომ და ნიტამ გადასცეს.

