კომპანია „ჯი-თი მოტორსის” მიწვევით, ქართველ ავტომოყვარულებს ერთ-ერთ პირველებს ჰქონდათ შესაძლებლობა, უკვე კარგად ნაცნობი BMW M5 სერიის სრულიად ახალი მოდელები ტრასაზე გამოეცადათ.
ორი დღის განმავლობაში BMW M Experience-ს ფარგლებში რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე ათასობით ავტომოყვარული მოუთმენლად ელოდა შანსს, თავად ემართა ბოლო თაობის BMW M5 სედანი და BMW M5 Touring და მიეღო „ჭეშმარიტი სიამოვნება ტარებისას“.
სასიამოვნო სიახლეა, რომ BMW Motorrad სულ ცოტა ხნის წინ ქართულ ბაზარზე შემოვიდა და მისი ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელიც საქართველოში კომპანია „ჯი-თი მოტორსია”.

