მთავარიაზიაფილიპინებიფილიპინებში მომხდარ მიწისძვრას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფილიპინებში მომხდარ მიწისძვრას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ფილიპინების ცენტრალურ პროვინციაში ძლიერი მიწისძვრა დაფიქსირდა. 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგებმა, ათობით ადამიანი იმსხვერპლა, დაშავებულთა და დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა კი უცნობია.

მაშველები, პოლიცილები და მოხალისეები მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ გადარჩენილების პოვნას, თუმცა წვიმის, უამინდობისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო, სამძებრო სამუშაოები გართულდა.

ყველაზე მეტი მსხვერპლი დაფიქსირდა ბოგოში, რომელიც მიწისძვრის ეპიცენტრიდან დაახლოებით 17 კილომეტრში მდებარეობს.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ეს ყველაზე დამანგრეველი მიწისძვრა იყო ფილიპინებისთვის. ხელისუფლება გარდაცვლილთა რიცხვის ზრდას არ გამორიცხავს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend