მთავარიაზიაფილიპინებიფილიპინებში გრძელდება ანტისამთავრობო პროტესტი

ფილიპინებში გრძელდება ანტისამთავრობო პროტესტი

ფილიპინებში გრძელდება მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები.

ქვეყნის დედაქალაქში კორუფციის წინააღმდეგ ათი ათასობით მოქალაქე გამოვიდა ქუჩებში. ისინი ხელისუფლებას ადანაშაულებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხების არამიზნობრივ ხარჯვასა და ფულის გათეთრებაში, რამაც ქვეყანაში უპრეცედენტოდ გაზარდა უმუშევრობისა და სიღარიბის მაჩვენებლები.

დემონსტრანტებს შორის უმეტესობა სტუდენტია, ვითარება გამწვავდა, იყო პოლიციასთან შეტაკებაც. სამართალდამცველებმა მოქალაქეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაკავებულია 200-ზე მეტი პირი. ქვეყნის დედაქალაქში დაიხურა სკოლები, სასურსათო მაღაზიები და ბანკები. ფილიპინების ხელისუფლება განიხილავს კომენდანტის საათის დაწესებასაც. ამჟამად ეს წესი მხოლოდ არასრულწლოვანებისთვის მოქმედებს.

ფილიპინების ფინანსთა სამინისტროს თანახმად, ბოლო ორ წელიწადში ქვეყნის ეკონომიკამ თითქმის 2 მილიარდი ამერიკული დოლარით იზარალა. მოქალაქეები ამას კორუფციულ სქემებს უკავშირებენ. კერძოდ, ამბობენ, რომ მასშტაბური წყალდიდობების დროს მოსახლეობის დახმარებისთვის განკუთვნილი თანხა მოხმარდა მაღალჩინოსნების პირად სარგებელს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend